14:07 | 2021-07-16 ავტორი: Prime Time

მოსახელობამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას – თენგიზ ცერცვაძის გაფრთხილება

მოსახელობამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას  – თენგიზ ცერცვაძის გაფრთხილება

„მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა უარი ითქვას. სწორედ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მოსახლეობამ”,-  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციებზე შეგვიძლია უარი ვთქვათ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X