21:56 | 2020-07-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოსახლეობა ტესტირებაზე უარს ამბობს – გარდაბნის ჩაკეტილ სოფელში

მოსახლეობა ტესტირებაზე უარს ამბობს – გარდაბნის ჩაკეტილ სოფელში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვის შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა შეძლეს და დაახლოებით, 5 000-იანი მოსახლიდან მხოლოდ 300 ადგილობრივს გაუკეთეს PCR-ტესტი. ადგილობრივების ნაწილი ამ დრომდე ტესტირებაზე უარს ამბობს.

 

ვისურის არსებობის არ მჯერა. ჩემს გარშემო რუსეთშიც და თურქეთშიც არავინ დაინფიცირებულა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“.

 

სოფლის მთელ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

 

ყარაჯალაში კორონავირუსით დაინფიცირებული 10 თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა
2020-07-24ყარაჯალაში კორონავირუსით დაინფიცირებული 10 თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა

 

მოქალაქეებს სოფელში შესვლის წინ ტემპერატურას უზომავენ და აფრთხილებენ, რომ საკარანტინე რეჟიმის მოხსნამდე მათ ადგილზე დარჩენა მოუწევთ.

 

ადგილობრივებს ახლობლები საკვებს აწვდიან, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ ამის პრობლემა არ აქვთ.

 

ამ დროისთვის 26 ადგილობრივი გარდაბნის კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X