
„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობა უახლოეს 3-4 კვირას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან სწორედ ამ პერიოდში არის მოსალოდნელი ქვეყანაში ეპიდემიის პიკი.
„22-23 მარტიდან გვაქვს შიდა გავრცელების შემთხვევები, რის გამოც, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული.
ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ჩვენს ქცევებს.
თუ გვინდა, რომ ნაკლები ზიანით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით: საქართველოში ახალი კორონავიურუსის შემთხვევები 399-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.






















