18:55 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოსახლეობას არ ეზღუდება გადაადგილება სურსათის შეძენის მიზნით – ლევან დავითაშვილი

მოსახლეობას არ ეზღუდება გადაადგილება სურსათის შეძენის მიზნით – ლევან დავითაშვილი

ამ ეტაპზე კომენდანტის საათი არ შემოდის და ქვეყანაში მოსახლეობას არ ეზღუდება გადაადგილება სურსათის შეძენის მიზნით, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში მუშაობენ.

 

„სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება. მთავარია დაიცვან ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და სურსათის უვნებლობის სამსახურმა დააზუსტა. ვახორციელებთ მონიტორინგს, რომ არ შეიქმნას რიგები და მოქალაქეებს შორის დისტანცია იყოს დაცული“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარკეტებში სპეციალური ზომები დაწესდება 
2020-03-21მარკეტებში სპეციალური ზომები დაწესდება 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X