
კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოსახლეობაში ალერგიულმა ჩივილებმაც იმატა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი პანდემიის გამო შეცვლილი ცხოვრების წესია.
„კურიერთან“ საუბრისას ალერგოლოგები ამბობენ, რომ იზოლაციის შემდეგ ადამიანები ბუნებასთან რთულად ადაპტირდნენ, რაც გაზაფხულზე უფრო მეტად გამოიხატა.
სპეციალისტები ალერგიისა და ვირუსის საერთო ნიშნებზეც ლაპარაკობენ.
„ალერგია ნაკლებად იწვევს ინტოქსიკაციას, არ ახასიათებს სიცხე და სახსრების ტკივილი. ალერგიის დროს შეიძლება იყოს გამონადენი ცხვირიდან, მაგრამ როგორც წესი არის ხოლმე გამჭვირვალე, წყალივით, ინფექციის დროს კი არის უფრო შესქელებული“,- ამბობს ალერგოლოგი ნინო მჭედლიშვილი.
ამასთან, სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანს მსუბუქი ალერგია აქვს, მას ვაქცინის გაკეთება დაკვირვების ქვეშ მაინც შეუძლია, გართულებული ალერგიული ფონის დროს კი ვაქცინაციამდე ალერგოლოგთან კონსულტაცია არის საჭირო.























