11:12 | 2020-01-16 ავტორი: Prime Time

მოსახლეობის 40% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 17% ძალიან ცუდად – NDI

მოსახლეობის 40% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 17% ძალიან ცუდად – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 57 პროცენტი მას უარყოფითად აფასებს, 9 პროცენტი კი დადებითად. მოქალაქეების უმრავლესობა (64 პროცენტი) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათნაირი ხალხის შეხედულებებს ითვალისწინებს, ხოლო 68 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.

 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

ავტორი: Prime Time

X