12:23 | 2021-01-06 ავტორი: Prime Time

მოსახლეობის რამდენი პროცენტია მზად ვაქცინაციისთვის საქართველოში – თამარ გაბუნია გამოკითხვის შედეგებზე

მოსახლეობის რამდენი პროცენტია მზად ვაქცინაციისთვის საქართველოში – თამარ გაბუნია გამოკითხვის შედეგებზე

ვაქცინის მიმართ ნდობა და სურვილი, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენს შემთხვევაშიც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნოემბრის ბოლოს საქართველოში გამოკითხვა ჩაატარა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ შეთავაზების შემთხვევაში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინას საქართველოს მოსახლეობის 47% გაიკეთებს.

 

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და მოსახლეობის, დაახლოებით, 47% იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ გაითვალისწინებდნენ ვაქცინის გაკეთებას, თუ მათ ასეთი შეთავაზება ექნებოდათ. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც დადგება ეს მომენტი, ეს ხალხი აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას. გამოდის, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები ადამიანი არის განმსჭვალული იმისკენ, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთოს”, – ამბობს თამარ გაბუნია.

 

ეს არის ნებაყოფლობითი აცრა – გამყრელიძე ვაქცინაციაზე

ავტორი: Prime Time

X