09:34 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც – დიმიტრი ხუნდაძე

მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც – დიმიტრი ხუნდაძე

პანდემია არ დასრულებულა და ჯერ არც ვაქცინა არსებოვს, – ამბობს „ქრონიკასთან“ ინტერვიუში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და სავარაუდო მეორე ტალღის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

 

„ეპიდემილოგიური სურათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა თვითკმაყოფილების უფლება ნამდვილად არ გვაქვს,

 

რადგან პანდემია რჩება და ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას ჰქონოდა საშუალება, რომ კრიზისული ვითარება ემართა.

 

როგორც ინფექციონისტები და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც.

 

ამიტომაც კონტროლის მიღმა ამ ვითარების დატოვება საფრთხის შემცველია და ეს საფრთხე შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ტოლფასი.

 

გადაწყვეტილება მიღებულია! - შეზღუდვების უფლება მთავრობას 15 ივლისამდე ექნება
2020-05-22გადაწყვეტილება მიღებულია! - შეზღუდვების უფლება მთავრობას 15 ივლისამდე ექნება

 

საყურადღებოა, რომ სამეზობლოში, რუსეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანში ეპიდსიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და ეს დამატებით ყურადღებას მოითხოვს.

 

ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ კანონი, რომელიც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ლოკაციაში მოხდეს ვითარების რეგულირება, შესაძლო საჭირო გახდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება,

 

მიმოსვლის შეზღუდვა და ეს უკვე შესაძლებელია არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, არამედ ადგილზე გადაწყეტილების მიღებით“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი: Prime Time

X