14:48 | 2021-10-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოსალოდნელია თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა – ეკატერინე ტიკარაძის განმარეტბა

მოსალოდნელია თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა – ეკატერინე ტიკარაძის განმარეტბა

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განუცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

„არის მნიშვნელოვანი ირიბი რეგულაციები, მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია და რამდენიმე სახის ბიზნესი მის გამოყენებაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისა და ბიზნესისთვის.

 

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასე ხდება სკოლების, კლასების დახურვა, რადგან ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X