
მოსამართლე ქეთი მესხიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
„ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი.
გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა“, – დაწერა ქეთი მესხიშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას ითხოვენ.
მესამე სექტორი აცხადებს, რომ მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას, საბჭოს მოსამართლე წევრები სამართლიანი პროცესის შედეგად შეირჩნენ.






















