14:49 | 2021-09-01 ავტორი: Prime Time

მოსკოვი თბილისთან ურთიერთობისთვის მზადაა! – სერგეი ლავროვი

მოსკოვი თბილისთან ურთიერთობისთვის მზადაა! – სერგეი ლავროვი

თუ საქართველოს ნორმალური თანაცხოვრება სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, მოსკოვი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისკენ მისწრაფების ფონზე, არ გადაათამაშოს რუსეთის რუკა და უნდა ჩვენთან, როგორც მეზობელთან ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ“ – თქვა ლავროვმა დღეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლის დროს.

 

„ჩვენ განზრახული გვქონდა გვეპასუხა ქართველი მეზობლებისთვის, როცა მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. თავიდან თვალ-ყურს ვადევნებდით, რაც იქ ხდებოდა და რა თქმა უნდა, არავის ვუშლით საქართველოში გამგზავრებას. დაახლოებით წლინახევრის წინ მზად ვიყავით, ჩენც შემოგვეღო უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ მაშინ მოხდა ცნობილი არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა თბილისში“ – განმარტა ლავროვმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X