23:10 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

მოსკოვში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

მოსკოვში COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათსი, რუსეთის დედაქალაქში ახალი ინფექციით 54 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ყოველდღიური სტატისტიკა მოსკოვში მზარდია. ამჯერადაც ის 3-ით მეტია, ვიდრე წინა დღე-ღამის მონაცემებით იყო.

 

ამდენად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მოსკოვში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1010 შეადგინა.

 

რუსეთშიი დღე-ღამის განმავლობაში 10 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 532 შემთხვევით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით.

 

საერთო ჯამში იქ COVID 19-ის დიაგნოზი სულ 187,7 ათას ადამიანს დაუსვეს და მათგან 98,500 – მოსკოვში.

 

მოსკოვის მერი მიიჩნევს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი – 300 ათასია.

 

წყარო: Meduza

ავტორი: Prime Time

X