10:55 | 2020-04-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მოსკოვში იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს QR-კოდებით გააკონტროლებენ

მოსკოვში იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს QR-კოდებით გააკონტროლებენ

მოსკოვის მერია მზადაა კარანტინის კონტროლის დასამყარებლად მოქალაქეებს QR-კოდები გამოიყენოს. ინფორმაციას რუსული BBC რუსეთის დედაქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შესაბამისი განკარგულება uახლოეს დროში გამოქვეყნდება.

 

„ეხო მასკვის“ ეთერში, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ედუარდ ლისენკომ აღნიშნა, რომ QR-კოდების გენერაციისთვის პორტალი mos.ru უკვე მზადაა.

 

მისი თქმით, ვინც ვერ შეძლებს ვებგვერდზე დარეგისტრირებას, მათ სპეციალური „ქოლცენტრები“ დაეხმარებიან.

 

სავარაუდოდ, კოდს შეამოწმებენ პოლიციელები, რომლებიც თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმებს აკონტროლებენ.

 

გარდა ამისა, ლისენკომ ახლახან Google Play-ში გაჩენილ აპლიკაციაზე „მოქალაქეების სოციალური მონიტორინგის“ შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ის უნდა დააყენონ კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანებმა, რომლებმაც სახლში მკურნალობის რეჟიმი აირჩია. ამასთან, მოსკოვის მერია მზადაა გადასცეს სმარტფონები იმ ადამიანებს, რომლესაც თანამედროვე ტელეფონები არ აქვთ.

 

ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 2,337 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 17 გარდაიცვალა, ხოლო 121 გამოჯანმრთელდა.

 

QR კოდი – იგივე Quick Response კოდი სახელიდან გამომდინარე არის სწრაფად აღქმადი კოდის სტანდარტი. ჩვეულებრივი კამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია QR კოდს გადაუღოთ სურათი და უმალვე კოდში დაშიფრული ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაში გადავიდეს.

 

კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X