20:28 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მოსთოხვა სხვა მაგიდაზე გადამჯდარიყო“ – ბუსა ჟვანია თოფაძესთან ინციდენტამდე ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრს დაუპირისპირდა

„მოსთოხვა სხვა მაგიდაზე გადამჯდარიყო“ – ბუსა ჟვანია თოფაძესთან ინციდენტამდე ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრს დაუპირისპირდა

ცნობილი ხდება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟს ბუსა (ბესარიონ) ჟვანიას, ლევან თოფაძესთან დაპირისპირებამდე სამი დღით ადრე კონფლიქტი ჰქონდა, ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის ოჯახის წევრთან კუს ტბის რესტორანში.

 

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ
2020-08-04მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

 

„შემიძლია დავადასტურა, რომ ნამდვილად აგილი ჰქონდა ჩემს სიძესა და ბუსა ჟვანიას შორის მცირე კონფლიქტს, ამასთან დაკავშირებით მე დავურეკა ბუსა ჟვანიას, პირადად მქონდა მასთან საუბარი. ვესაუბრე, გავაფრთხილე და ვუთხარი, რომ მისი მხრიდან არ მომხდარიყო კონფლიქტის გაგრძელება.

 

მან მოსთხოვა ჩემს სიძეს, რომ მაგიდა დაეტოვებინა, მას სურდა იმ მაგიდაზე დაჯდომა და მოსთხოვა, რომ სხვა მაგიდასთან გადამჯდარიყო და ამას მოჰყვა უსიამოვნება.

 

ჩემი დარეკვის და მასთან საუბრის შესახებ არავინ არ იცის, მეტნაკლებად ვიცოდი, მისი ცოტა კრიმინალური მიდრეკილების შესახებ, მე ვას ვესაუბრე და გავაფრთხილე, რომ არ ყოფილიყო მისი მხრიდან, ეს კონფლიქტი გაღვივებულიყო და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო“, – ამბობს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე „ტვ პირველთან“.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X