23:55 | 2021-10-17 ავტორი: Prime Time

მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ – გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე

მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ – გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ბოლო პერიოდია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, განსაკუთრებულად მისი კავშირი უკრაინის რადას დეპუტატთან, ლიზა იასკოსთნ.

 

საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმ ვიდეოზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი საყვარელ ქალზე საუბრობს.

 

“პრაიმტაიმი” ამ თემაზე სასაუბროდ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ლიზა იასკოს არ იცნობს და არც არაფერი იცის.

 

გიული ალასანია ეჭვქვეშ აყენებს ვიდეოს, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.

 

“არაფერი ვიცი მიშაზე, თავს როგორ გრძნობს არ მაქვს ინფორმაცია. რაც შეება ლიზა იასკოს, მასზეც არაფერი ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ის როგორც ოფიციალური პირი ისე ჩამოვიდა უკრაინის რადადან.

 

– დღეს, მას დაბადების დღე აქვს…

 

– ეგეც არ ვიცი.

 

– რას იტყვით გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მიშა ლიზასთან პირად ცხოვრებაზე საუბრობს?

 

– ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ, არც კი ვიცი, რამდენად რეალურია და არ არის ფაბრიკაცია.

 

– იცნობენ თუ არა ლიზას თქვენი შვილიშვილები?

 

– არა, არავინ არ იცნობს, საიდან უნდა იცნობდნენ…

 

სანდრათან (რულოვსი) თუ გისაუბრიათ აღნიშნულ თემაზე?

 

– არა, სანდრა არ არის აქ. მე ნამდვილად არ ვარ არაფრის საქმის კურსში.

ავტორი: Prime Time

X