19:59 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოცემული ინსტრუქციები ზედმიწევნით რომ დამეცვა, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება – ბენო ქაშაკაშვილის პირველი კომენტარი კორონავირუსზე

მოცემული ინსტრუქციები ზედმიწევნით რომ დამეცვა, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება – ბენო ქაშაკაშვილის პირველი კომენტარი კორონავირუსზე

ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან „ვინოტელში“ მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, რომელსაც ჯამში 20 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, 4 უცხოელი მეგობარი რუსეთიდან და შვეიცარიიდან.

 

4 დღის შემდეგ ბიზნესმენსა და მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ სადილზე დამსწრე ერთ-ერთ ქართველ მეგობარს კორონავირუსი დაუდგინდა. მალევე ტესტებმა ბენო ქაშაკაშვილისა და მისი მეუღლის ინფიცირებაც დაადასტურა.

 

ბიზნესმენი „რადიო თავისუფლებასთან“ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

 

„აბსოლუტურად ნორმალურად, დარეგულირებულია ყველა სიმპტომი და შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური მდგომარეობა მაქვს, პროცესი მიდის ისე, როგორ დაგეგმილია, ალბათ, ექიმების მიერ.

 

„იზოლირებულ სივრცეში ვარ, საავადმყოფოს პალატაში. ყველა ექიმი, რომელიც შემოდის, არის ზედმიწევნით დაცული – ხელთათმანებით, სათვალით. მე ჩვეულებრივ დავდივარ, გავდივარ, ვკითხულობ, ვუსმენ. ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც სახლში, ოღონდ იზოლირებული ხარ გარემოსგან, რომ სხვა არ დაზიანდეს.

 

მე მაქვს ძალიან მსუბუქი ფორმა, ჩემს მეუღლესაც აქვს მსუბუქი ფორმა და ყველა სიმპტომი, რაც მქონდა, დღეს უკვე აღარ არის; ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ – რაღაც ისეთი „დაგეცეს თავში“, რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე… ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის… და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან“.

 

ბიზნესმენი ამბობს, უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოეჩინა, შესაძლოა, ყველაფერი თავიდან აერიდებინა.

 

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე.

 

ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება“, – ამბობს ბიზნესმენი.

 

 

ამავე თემაზე:

 

მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა - კორონავირუსით დაავადებული პირი
2020-03-18მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა - კორონავირუსით დაავადებული პირი
                             
ია ფარულავა იმ ბიზნესმენზე წერს, ვისაც 18 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-03-19ია ფარულავა იმ ბიზნესმენზე წერს, ვისაც 18 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X