
ექიმი აშშ-ში რიჩარდ ლევიტანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა მოწყობილობის ოქსიმეტრის შესახებ, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
ოქიმეტრში 20 წამში ზომავს ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის სატურაცუიას და პულსს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ორგანიზმში ინფექციის მონიტორინგი და დროული რეაგირება.
„მსოფლიოში ექიმებს შორის ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა, ბევრ რამეში ჯერ ვერ ვთანხმდებით, რადგან ეს დაავადება ჯერ კიდევ შეუსწავლელია, მაგრამ ბევრია იმედის მომცემი სიახლეები.
სამწუხაროდ პანდემიის პირველი რაუნდის დროს, როდესაც მან ნიუ-იურკს მიაყენა დარტყმა, ექიმებს არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება და ისინი მოქმედებდნენ არსებული რეალობიდან გამომდინარე.
საავადმყოფოებში მოხვედრილი პაციენტების ნაწილს აშკარა სუნთქვის უკმარისობა აწუხებდათ, ბევრი მათგანი უგონო მდგომარეობაში შემოჰყავდათ.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მეორე ნაწილი ჩვენს გაოცებას იწვევდა. მათ ასევე ჰქონდათ ძალიან დაბალი სატურაცია.
მსოფლიოში იმ პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც იღუპებიან Covid-19-ით, ეს ეხება, როგორც იტალიას, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, არიან ხანდაზმულები თუმცა სიკვდილიანობის რისკის შემცირების შესაძლებლობას, თანამედროვე დიაგნოსტიკური სამედიცინო ხელსაწყო გვაძლევს.
ეს ექიმებისთვის ძალიან ნაცნობი ნივთია. იგი განკუთვნილია სისხლში ჟანგბადის მოცულობის გასაზომად. კლინიკებში ოქსიმეტრს უკვე ათწლეულებია იყენებენ.
ეს ძალიან პატარა და მარტივი მოხმარების ხელსაწყოა, მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.
პორტატული და საკმაოდ იაფასიანი ოქსიმეტრები „კოვიდ-19-ით“ ინფიცირებულთათვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მათთვის ვინც სახლის პირობებში მკურნალობს.
ჟანგბადის დონის კონტროლი და ექიმებთან ერთად ცვლილებების მონიტორინგი შესაძლოა ბევრი გართულების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.
გაზომვას დაახლოებით 20 წამი სჭირდება, ჩვენ ვიგებთ პულსს და ჟანგბადის სატურაციას. ამჟამად ოქსიმეტრები საკმაოდ დეფიციტური, რადგანაც მათი მნიშვნელობა COVI-19-ის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის მსოფლიოსთვის ნელ-ნელა ცხადი ხდება.
პანდემიის პიკში, ნიუ-იორკის ჰოსპიტალებში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა ძალიან მძიმე ფორმის პნევმონია.
ძალიან ცუდია რენტგენის შედეგები და ძალიან დაბალი ჟანგბადის დონე.
ბევრ მათგანს საავადმყოფოში შემოყვანისთანავე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვაერთებდით, რადგან მათ უკვე ჰქონდათ მწვავე სუნთქვითი უკმარისობა.
თუ ჩვენ შევძლებთ გამოვიჭიროთ ის მომენტი, როდესაც სატურაციის დონე მათ ორგანიზმში მხოლოდ იწყებს კლებას, 94-ს ქვემოთ ჩამოდის მკურნალობა გაცილებით ეფექტური იქნება“, – ამბობს რიჩარდ ლევიტანი.






















