
საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების ნაწილს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები დაუფინანსა. კერძოდ, აბონენტი, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, შესაბამის გადასახადს მთავრობა უფინანსებდა. მოქალაქეებს გაუჩნდათ შეკითხვა, წელსაც იმოქმედებს თუ არა სუბსიდირება. თუმცამთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ჯერ ინფორომაცია არ გაჟღერებულა.
გასულ წელს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები გაიზარდა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა. რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფიც გაიზარდა.
თუმცა, საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა, შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ეს გაძვირება წელს არ უგრძვნიათ. გაგრძელდება თუ არა გაძვირებული ტარიფის სუბსიდირება 2022 წლიდანაც, თუ მოსახლეობას უკვე გაზრდილი ტარიფით მოუწევთ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.
კომპანია “სემეკში” დაგვიდასტურეს, რომ სუბსიდირების პროგრამა დეკემბრამდეა, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, იანვრიდანაც გაგრძელდება თუ არა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფრომაციით, სუბსიდირების პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება.
„შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეუწონლად მიმაჩნია“,- აცხადებს კაკაურიძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























