12:33 | 2021-02-22 ავტორი: Prime Time

მოვდივარ, პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

მოვდივარ, პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

გელოდებით, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ – უთხრა  მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერმა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს შემთხვევით სტამბულის აეროპოპორტში შეხვდა.

 

სააკაშვილმა ახალგაზრდა მხარდამჭერს მიუგო, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე ჩამოვა საქართველოში.

 

მხარდამჭერი: გელოდებით, რომ ჩამოხვიდეთ საქართველოში.

 

სააკაშვილი: აი, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ.

 

მხარდამჭერი: ჩვენ გელოდებით ყველა, მაგრამ თქვენ არ მოდიხართ…

 

სააკაშვილი: როგორ არ მოვდივარ კაცო, აგერ პირდაპირ რეისს მოვახტები ეხლა.

 

მხარდამჭერი: გაიხარეთ, ძალიან მიყვარხარ.

 

ავტორი: Prime Time

X