
კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება.
„მოველი შეთანხმების შესრულებას“ – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
„(კონგრესმენს) ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს შეთანხმების განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ – აცხადებს კონგრესმენ კინზინგერის ოფისი.
გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გასულ კვირას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.






















