16:31 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

ჩემი ვალი მოვიხადე – სანდრა რულოვსმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა

ჩემი ვალი მოვიხადე – სანდრა რულოვსმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

 

„დღის 16.00 საათზე, თბილისის მე-19 უბანზე მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. აქტიურობა ძალიან დაბალია. ყველას მოგიწოდებთ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღოთ!“,- წერს რულოვსი.

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X