
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა არასდროს გვითქვამს რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს, ეს აწუხებთ ჩვენზე ძლიერ სახელმწიფოებსაც“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზციისგან მოისმინეს დემაგოგური კითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგნობაზე იყო დაფუძნებული.
„ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგური კითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგნობაზე იყო დაფუძნებული, ვიდრე რეალურად ადარდებდათ და მოვისმინეთ პრემიერისგან დამაჯერებელი, პასუხისმგებლიანი პასუხები.
ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა არასდროს გვითქვამს რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს, ეს აწუხებთ ჩვენზე ძლიერ სახელმწიფოებსაც. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ვითარება გაუმჯობესდეს.
კონკრეტული ციფრები რომლების ჩვენგან იქნა მოყვანილი რომ 2012 წელთან შედარება დიდ უხერხულობას უქმნის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამაზე თუ შეატყვეთ საერთოდ არ ქონდათ კომენტარი.
2012 წელთან შედარებით ჯერადობით გაუზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი. პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასები.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ დიდი გლობალური გამოწვევის დროს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ადამიანისკენ იყოს მაქსიმალურად მიმართული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.























