
მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თერჯოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. საუბარია 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე.
„ამ მამას მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში. არც მეტი, არც ნაკლები.
გინდა ლინჩის წესი მეძახეთ, გინდა ძალადობისკენ მომწოდებელი, გინდა რაც გინდათ ის. აი ასე, მოვკლავდი და ჩავბარდებოდი პოლიციას. მთელი არსებით მძულს“,- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მშობელი დააკავა.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.























