11:22 | 2021-10-03 ავტორი:

მოვლენების ასე განვითარება ოპოზიციამ თავის თავს დააბრალოს – ვახუშტი მენაბდე

მოვლენების ასე განვითარება ოპოზიციამ თავის თავს  დააბრალოს – ვახუშტი მენაბდე

“დედაქალაქის უბნების ნახევარზე მეტი დათვლილია და ამ მდგომარეობით ქართულ ოცნება საკრებულოში 50-დან 28 მანდატს გააკონტროლებს (19 პროპორციული და 9 მაჟორიტარული)”,- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

ვინ სად იმარჯვებს - არჩევნების შედეგები ყველა ოლქში
2021-10-03ვინ სად იმარჯვებს - არჩევნების შედეგები ყველა ოლქში

 

მისი თქმით, ოპოზიციას თითი თითზე არ დაადეს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტეტმის მოსაპოვებლად.

 

“ნაციონალურ მოძრაობას – 14;
გახარიას – 4;
ლელოს – 2;
ზურა გირჩს – 1.
ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

 

ეს ნიშნავს რომ მმართველ გუნდს თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ყავს. ეს უმრავლესობა არ არის კომფორტული მაგრამ აბსოლუტურად საკმარისია ქალაქის სამართავად.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს სიყვარული სიკეთის კეთებით დავიმსახურე - ანზორ მელია
2021-10-03უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს სიყვარული სიკეთის კეთებით დავიმსახურე - ანზორ მელია

 

ეს უპირატესობა ოცნებამ სრულად მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვა. პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში დამოუკიდებლად ვერცერთი პარტია ვერ შეკრავდა უმრავლესობას საკრებულოში.

 

მოვლენების ასე განვითარება ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს, მათ თითი თითზე არ დაადეს უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტეტმის მოსაპოვებლად და უკრიტიკოდ მიიღეს „ქართული ოცნების“ და „მოქალაქეების“ შეთანხმებული ვერსია, რომელმაც, სხვათაშორის, ამ უკანასკნელებს საკრებულოს გარეთ ტოვებს”,- წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X