18:44 | 2020-05-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მოვუწოდებ ევროკავშირის განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა – ანა ფოტიგა

მოვუწოდებ ევროკავშირის განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა – ანა ფოტიგა

მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია.

 

„მინდა ვაღიარო ის კარგი შედეგები, რომელიც საქართველოს აქვს კოვიდ-19-ის ბრძოლის კუთხით, რაც ნაწილობრივ ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს.

 

საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომაა, რომ არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი მიუხედავად მთავრობებისა – განაცხადა ანა ფოტიგამ.

 

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნა კვლავ ოკუპაციის ქვეშაა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება არ სრულდება, და ყოველდღიურად ადგილი აქვს ბორდერიზაციის პროცესს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X