16:20 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

„მოვუწოდებ კოლეგებს, ნუ აგრძელებენ სპეკულაციებს“ – ზურაბ გურული

„მოვუწოდებ კოლეგებს, ნუ აგრძელებენ სპეკულაციებს“ – ზურაბ გურული

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ აჟიოტაჟს ეხმაურება, რომელიც კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ვრცელდება.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პლაქვენილის თემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მიზეზთა და მიზეზთა გამო.
17 აპრილს ფეისბუქის კედელზე განთავსებული ჩემი სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არცერთი ქართველი პროფესიონალისათვის, ატარებდა ერთადერთ მიზანს,
დაეცვა პაციენტები შესაძლო არასასიამოვნო გართულებებისაგან და მიმეწოდებინა ჩემთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია კოლეგებისათვის.
ეს მიმართვა იყო გაგრძელება კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტატუსებისა და პოსტებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ გამოცდილების დაუშურველად გაზიარების სურვილს საქართველოში მყოფი კოლეგებისათვის.
მივიღე არაერთი მადლობა მიწოდებული ინფორმაციისათვის, რაც მათ დაეხმარა რეალურ პრაქტიკაში ახალი მიდგომების დასანერგად.
მე არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაზიარებული პროფესიული ხასიათის ინფორმაცია ვინმემ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.
შესაბამისად, მრავალი მიზეზის გამო არ ვაპირებ ამ მედიკამენტის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელებას,“ – წერს გურული.
მოვუწოდებ იმ კოლეგებს, რომლებიც ისევ აგრძელებენ ამ თემაზე უსიამოვნო სპეკულაციებს, რომ სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ – წერს გურული.
ავტორი: Prime Time

X