
„მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში“,- -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან, მარინა კალიურადნმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილი პოზიტიური ნაბიჯი იყო.
„გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის მხრიდან იყო პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქებას ისახავდა.
გუშინ მე დავუკავშირდი ჩემს კოლეგა დავით სონღულაშვილს, რომელმაც დამარწმუნა, რომ დისკუსიები გაგრძელდება, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.
მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები წინასაარჩევნო თვეებში. მოვუწოდებ კოლეგებს პარლამენტის ორივე მხარეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კონსტრუქციონიზმი“,-აღნიშნა დეპუტატმა.
დაგაინტერესებთ: ნებისმიერი გზით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება არჩევნები, თუ რევოლუცია – მურმან დუმბაძე
რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020






















