13:23 | 2021-11-18 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მოვუწოდებ პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ – თეა წულუკიანი

მოვუწოდებ პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ  – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პროტესტის ეს ფორმა ჯანმრთელობას აზიანებს.

 

„მინდა კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. მინდა ყველას მოვუწოდო – თუ პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახების წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

 

“კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X