12:32 | 2021-11-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოვუწოდებ სააკაშვილის მხარდამჭერებს, თავის შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან – ნინო წილოსანი

მოვუწოდებ სააკაშვილის მხარდამჭერებს, თავის შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან – ნინო წილოსანი

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მე-3 პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და გარკვეული მოწოდებები კეთდება.

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს მოერიდონ ყველანაირ დესტრუქციულ ქმედებებს.

 

მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო
2021-11-29მიხეილ სააკაშვილი: არ ვაღიარებ ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

 

“მიხეილ სააკაშვილი, როგორც იცით ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა მის მიმართ გამოყენებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა ნამდვილად ჩრდილმიყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს წინ აღნიშული აქციები განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს გამოამჟღავნებენ ისევე, როგორც მისი სასამართლოს მიყვანა იცით, რომ პროკურატურის მხრიდან იყო დასაბუთებული, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული საფრთხის მატარებელი.

 

ამიტომ მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავის შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X