20:15 | 2021-06-24 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მოზარდი სკოლაში კაბით მივიდა – მეორე დღეს მამაკაცი პედაგოგებიც კაბით გამოცხადდნენ გაკვეთილებზე

მოზარდი სკოლაში კაბით მივიდა – მეორე დღეს მამაკაცი პედაგოგებიც კაბით გამოცხადდნენ გაკვეთილებზე

ესპანეთში სკოლის მოსწავლეს პირად მაგალითზე სურდა დაემტკიცებინა, რომ ტანსაცმელს არ აქვს სქესი. თუმცა, შედეგი სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც ელოდა.

 

მისი საქციელი სკოლაში ერთმა გარემოებამ გამოიწვია: სკოლის მოსწავლეებს აუკრძალეს სკოლაში შორტით მისვლა. ბიჭი კი გოგონების მხარდასაჭერად ქვედაკაბით მივიდა. მიქაელ გომეზი აშკარა უსამართლობად მიიჩნევს გოგონებისთვის ჩაცმულობის კოდექსში შეზღუდვას.

 

მოზარდი გამოიძახეს დირექტორთან; გააძევეს კლასიდან, გააძევეს სკოლიდან და გაგზავნეს ფსიქოლოგთან. ეკითხებოდნენ – ტრანსგენდერი იყო თუ თავს ქალად გრძნობდა. შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი ამბები წინა საუკუნეში დარჩა, როდესაც გოგონები იბრძოდნენ შარვლის ტარების უფლებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.

 

მიქელმა Tik-Tok– ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საზოგადოებას თავისი ამბავი გაუზიარა და მხარდაჭერაც მიიღო. თითქმის 600 ათასმა ადამიანმა გამოხატა ემოცია „გული“ ამ ვიდეოს ქვეშ.

 

ესპანელმა პედაგოგებმაც გადაწყვიტეს მისი მხარდაჭერა. მამაკაცი მასწავლებლები სამსახურში ქვედაბოლოებით მოვიდნენ და ფოტოები გამოაქვეყნეს ინსტაგრამზე.

 

პირველი, ვინც მიქელს მხარი დაუჭირა, იყო მასწავლებელი ხოსე პიგნასი. მისი თქმით, თავადაც ბულინგის მსხვერპლი გახდა იმის გამო, რომ მას ბიჭები მოსწონს.  კლასელები სასტიკად ექცეოდნენ, პედაგოგები კი თვალს არ აშორებდნენ“. ახლა ის თავად გახდა პედაგოგი და დარწმუნებულია, რომ  გარეგნობის, ორიენტაციის ან რწმენის გამო ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს. მას შეუერთდნენ სხვა მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, მოდელები, მუსიკოსები.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X