
უკვე რამდენიმე დღეა, რაც სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი დაკარგულ კატას ეძებს. მისი თქმით, ბავშვები ძალიან განიცდიან და არაფერს დაიშურებს, რათა სიამის ჯიშის კატა სახლში მალე დააბრუნოს.
ამჯერად, კუკუნაშვილი მორიგ ფეისბუკ-პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მპოვნელი დასაჩუქრდება.
„მპოვნელი დასაჩუქრდება – დავკარგეთ ჩვენი საყვარელი კატა, მთაწმინდის პარკის/ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 599 454 460“, – წერს კუკუნაშვილი.

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
- 39 ქვეყნიდან მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ – ნახეთ, არის თუ არა საქართველო ამ სიაში






















