16:12 | 2021-04-01 ავტორი: Prime Time

მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა – კანდელაკი

მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა – კანდელაკი

რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში საქართველოში პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.

 

„მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ.

 

ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს,“ – წერს კანდელაკი.

 

პოზნერის ვიზიტი საქართველოში – გამოხმაურებები კრემლიდან ↓

 

 

ავტორი: Prime Time

X