
ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ისინი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან.
„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.






















