17:19 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

მსახიობი ირაკლი ჭანტურია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა

მსახიობი ირაკლი ჭანტურია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა

ქართველი მსახიობი ირაკლი ჭანტურია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობას უცხოეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა.

 

ირაკლი ჭანტურიას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი ფილმიდან „სანამ წვიმა გადაივლიდეს – ძველი ვალსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე. ის იქ მათ შვილს, გიას თამაშობდა.

ავტორი: Prime Time

X