23:51 | 2021-11-26 ავტორი:

მსახიობმა დუეინ ჯონსონმა აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი ავტომობილი აჩუქა

მსახიობმა დუეინ ჯონსონმა აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი ავტომობილი აჩუქა

მსახიობმა დუეინ ჯონსონმა აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანს საკუთარი ავტომობილი აჩუქა.

მსახიობმა საკუთარი ინიციატივით მისი ახალი ფილმის Red Notice-ის უფასო ჩვენება გამართა. აღნიშნულ ჩვენებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავმა გადაწყვიტა ერთ-ერთი მაყურებლისთვის დაუვიწყარი საჩუქარი გაეკეთებინა.
“პრემიერაზე მოსული მაყურებლების შესახებ ინფორმაცია მოვაგროვე. ოსკარ როდრიგესის ისტორიამ კი გული ამიჩუყა – ის უვლის თავის 75 წლის დედას, არის პერსონალური მწვრთნელი, საზღვაო ძალების ღირსეული ვეტერანი, ეხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ეკლესიის მრევლის გამორჩეული წევრია. მადლობა სამსახურისთვის ძმაო, ისიამოვნე შენი ახალი ავტომობილით” – წერს დუეინ ჯონსონი, იგივე The Rock-ი თავის ინსტაგრამზე
ავტორი:

X