11:45 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

მშობლების საყურადღებოდ! სად და როგორ შევავსოთ განაცხადი დისტანციურ სწავლებაზე

მშობლების საყურადღებოდ! სად და როგორ შევავსოთ განაცხადი დისტანციურ სწავლებაზე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს.

 

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;

 

საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, თუ სკოლაში სიარულის ნაცვლად შვილისთვის დისტანციურ სწავლას აირჩევთ!
2020-09-28საჭირო ინფორმაცია მშობლებისთვის, თუ სკოლაში სიარულის ნაცვლად შვილისთვის დისტანციურ სწავლას აირჩევთ!

 

სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ავტორი: Prime Time

X