
სახის ამომცნობი ტექნოლოგიის საშუალებით, 32 წლის წინ მოტაცებული მამაკაცი, მაო ინი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მაოს ისტორია ასეთია :
ის 1988 წწელს ოჯახს ქალაქი სიანის სასტუმროს ტერიტორიიდან მოსტაცეს. მაო მაშინ 2 წლის იყო. მოტაცების შემდეგ ის სიჩუანის პროვინციაში ჩინელ უშვილო წყვილს მიჰყიდეს.
მაოს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. ის კი თავის ახალშეძენილ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და არც კი იცოდა, რომ მისი ბიოლოგიური ოჯახი 3 ათწლეულის განმავლობაში ეძებდა.
აპრილის მიწურულს, სიანის პოლიციან მიიღო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მამაკაცმა სინჩუანის პროვინციაში ბავშვი იყიდა. ამის შემდეგ პოლიციამ სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენა, რათა მაოს ძველი ფოტოსურათის (როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო) ანალიზი მოეხდინა.
უახლესი ტექნოლოგიის საშუალების, შეიქმნა სიმულაციური სურათი, რომლის მეშვეობითაც ბავშვის სავარაუდო ზრდა-განვითარების ეტაპებისა და გარეგნობის განსაზღვრა მოხდა.
მთელი რიგი გამოძიების, კომპიუტერული დამუშავებების, იმიტირებული სცენების შექმნისა და შედარებების შემდეგ აეწყო ზუსტი სურათი, თუ როგორი სავარაუდო გარეგნობა უნდა ჰქონოდა ზრდასრულ ასაკში იმ 2 წლის ბიჭს, რომლის ფოტოც პოლიციელებს ხელთ ჰქონდათ.
სამართალდამცავებმა მიაგნეს მაოს.
მოგვიანებით დნმ-ის ტესტმაც დაადასტურა, რომ ის სწორედ ის ბიჭი იყო, რომელიც მშობლებს 32 წლის წინ მოსტაცეს.
ორშაბათს, 34 წლის დაკარგული ჩინელი ახალგაზრდა თავის მშობლებთან დააბრუნეს. საზეიმო შეხვედრა სიანის პოლიციამ მოაწყო.






















