
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მისი კოლეგისა და მეგობრის, ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი მომღერლის პატივის მისაგებად შემთხვევის ადგილზე მეუღლესთან ერთად მივიდა. იქ ქართველი მომღერალი პაპარაცებმა დააფიქსირეს და ფოტო გადაუღეს.
“თამთა პიტერ ანასტასოპულოს გარდაცვალებით შოკირებულია” – ამ სათაურით არაერთი სტატია იწერება ბერძნულ მედიაში.
თამთა გოდუაძე მომხდარს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ბერძენი რეპერისა და პოპის შემსრულებლის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა.
ამ პოსტის დადებიდან მოკლე ხანში წყვილი 34 წლის მომღერლის გარდაცვალების ადგილას მივიდა და მისთვის პატივის მისაგებად ყვავილები დატოვა.

“ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე… რამდენიმე საათის წინ, შენს გეგმებზე საუბრობდი და გეგმები ასე როგორ შეცვალე? მშვიდად განისვენე სამოთხეში.” – წერს გოდუაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:






















