11:59 | 2021-06-07 ავტორი: Prime Time

მსჯავრდებულებისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემაზე ტრენინგები ტარდება

მსჯავრდებულებისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემაზე ტრენინგები ტარდება

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე ტრენინგები ტარდება. პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულები მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობისა და ხორბლის წარმოების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

 

მსჯავრდებულებისთვის ტრენინგები ასევე, ჩატარდება მცენარეთა დაცვის, თხილის მოვლა-მოყვანის, ნარჩენებისა და მიწის მართვის შესახებ.

 

ინიციატივას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X