13:25 | 2020-06-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მსჯავრდებული საავადმყოფოდან ზეწრების დახმარებით გაიქცა

მსჯავრდებული საავადმყოფოდან ზეწრების დახმარებით გაიქცა

სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან მსჯავრდებული გაიქცა.

 

ინტერნეტგამოცემა “აფსადგილ ინფო-ს” ინფორმაციით, გურგენ კირაკოსიანი ქირურგიულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კირაკოსიანმა დილის 6:00 საათზე ხელბორკილებისგან გათავისუფლება მოახერხა, ზეწრები ერთმანეთს გადააბა და მესამე სართულის ფანჯრიდან ჩასვლა და სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიის დატოვება შეძლო.

 

გაიშიფრა თაღლითური სქემა, რითაც რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ასობით ათასი დოლარი მიითვისა
2020-06-03გაიშიფრა თაღლითური სქემა, რითაც რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ასობით ათასი დოლარი მიითვისა

 

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

უწყების ცნობით, მანამდე ნასამართლევი სოფელ იაშტუხას მცხოვრები, გურგენ კირაკოსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის გამო აღიძრა.

 

ბრალდებული სასამართლო დარბაზში არ გამოცხადდა, მიმდინარე წლის 15 მარტს მასზე ძებნა გამოცხადდა, ხოლო 15 მაისს ის დააკავეს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X