00:59 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

მსხვერპლი არ არის! – სვანეთის უბანში მომხდარ აფეთქებაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

მსხვერპლი არ არის! – სვანეთის უბანში მომხდარ აფეთქებაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

რამდენიმე წუთი წინ, თბილისში სვანეთის უბანში გაზი აფეთქდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

„აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა, ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება“ – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.

 

როგორც ირკვევა, საჭირო არ გამხდარა არც მაცხოვრებლების ევაკუაცია.

 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება სვანეთის უბანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი ვიდეო და ფოტოები გავრცელდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X