
„ამ მცირე რიცხოვანი ერისთვის და კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში კარგია თუნდაც 10 მიშას მსგავსი ლიდერი გვყვავდეს, და ჰყავდეს მსოფლიოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოსთვის, ამ პატარა საქართველოდან ერთი მიშა ბევრია, ორი ცოტა იქნებოდა“,- ამის შესაებ ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეგი გოცირიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბრძოლა არ გამოდის.
„რასაც ვხედავ, ე.წ. ოპოზიციონერებს ჰგონიათ, რომ მათი კონკურენტი არის ენმ, მისი ლიდერები, მხარდამჭერები, ივანიშვილის მოციმციმე არითმია, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა, საქართველოს ელჩი მსოფლიოში, მსოფლიო გამოჩენილი პოლიტიკური ვარსკვლავი – მიხეილ სააკაშვილი და არა მისი ამ ქვეყნიდან იძულებით გადამხვეწავი, კრემლის მიერ შემოგდებული, დასმული და ქვეყნის მაოხრებელი ბ. ივანიშვილი, რომელიც ყიდის და ყიდულობს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში იყიდება, აოხრებს და აჩანაგებს ყველაფერს, რაც ვერ და არ მიაქვს, წვავს ყველაფერს და კლავს ყველას, რაც ესაჭიროება რიტუალების შესასრულებლად.
ბავშვმაც კი იცის, ბრმაც კი ხედავს, ყრუსაც ესმის და მუნჯიც ამბობს, რომ ივანიშვილის შესაჩერებლად და გადასაშენებლად, პატრიოტებთან ერთად და მ. სააკაშვილის გარეშე ბრძოლა არ გამოდის, რადგან არავინ და არაფერია საინტერესო კრემლის მიერ დასმული ივანიშვილისთვის, გარდა იმისა, რომ მ.სააკაშვილმა ფეხი არ დაადგას ქართულ მიწაზე.
იარაღი და ასანთი არ გამოგლიჯოს ხელიდან მას, ვინც წვავს, ვინც კლავს, ვინც იპარავს, ვინც აჩანაგებს, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს, ვისაც ჯიბეში უდევს სახელისუფლო ყველა შტო, ვინც კორუფციის მორევში ჩაახრჩო მთელი ქვეყანა, ვინც სვეტიცხოველს კეტავს და საყდრისს გვიფეთქებს, ვისაც მხოლოდ გვანცასთვის, ბერასთვის, უტასთვის და ცოტნესთვის უნდა ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა !
იამაყეთ მიშას საქართველოდან ვინც ხართ, იამაყეთ პატარა საქართველოდან დიდი კაცის თანამოაზრეობით , გაერთიანდით მის ირგვლივ, ვის გამოც მოსვენება აქვს დაკარგული ივანიშვილის ოცნებას, გაერთიანდით არა მიშას პარტიის წინააღმდეგ, არამედ იმ უბედურების დასამარცხებლად, რასაც საქართველოს შავი ჭირი ჰქვია.
თორემ ამას ხალხი გააკეთებს თქვენს გარეშე, ის ხალხი გააკეთებს, ვინც უხმობს მიხეილ სააკაშვილს ამ ბრძოლაში ფიზიკურად ჩართულობისკენ, და მზად ვართ მასთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოსთვის“,- წერს იგი სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდემიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ იგი საქართველოში ბრუნდება. ვიდეოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის „ქართული ოცნებაც“ საკუთარ გვერდზე, წარწერით – „Miha hamodi“.
























