20:00 | 2021-04-25 ავტორი: Prime Time

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება – კარგი ამბავი ბილ გეიტსისგან

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება – კარგი ამბავი ბილ გეიტსისგან

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში კორონავირუსით ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება, ვაქცინებისადმი წვდომა კი მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება. გეიტსის თქმით, 3-4 თვის შემდეგ აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვებს გაუნაწილებენ, რადგან ამ ქვეყნებში ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილი იქნება.

 

„აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვები ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის გადაცემას შეძლებენ“, – განაცხადა გეიტსმა.

ავტორი: Prime Time

X