23:05 | 2020-05-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

მსოფლიო პრესა ბასილაშვილის საქმეზე

მსოფლიო პრესა ბასილაშვილის საქმეზე

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

 

თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, ჩოგბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ნეკა დოროყაშვილის ბრალდებები უარყო.

 

ჩოგბურთელის საქმეს დღეს არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიაც აშუქებდა.

 

„ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან”, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა france24.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ბასილაშვილი 27 ათასი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

ბასილაშვილის საქმეზე წერს Guardian-იც. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობით დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ბასილაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

გამოცემა წერს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ჩოგბურთელია.

 

„ის პირველია, რომელმაც ATP-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე რამდენიმე ტიტული მოიგო და თავისი კარიერის განმავლობაში ხუთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

 

ბასილაშვილმა და დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს, 2015 წელს კი მათ შვილი, ლუკა შეეძინათ“,- ნათქვამია სტატიაში.

 

ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებდნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: „the sun“, „MSN“, „essentiallysports“, „tennis-tourtalk“.

 

თუ როგორ წარიმართება ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელის პროცესი და იქონიებს თუ არა ზეგავლენას მის კარიერაზე მსოფლიო მასშტაბით, უცხოური მედია წერს, რომ ეს ივლისის მეორე ნახევარში გაირკვევა.

 

წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

შეგახსენებთ, რომ  ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს  დააკავეს.

 

წყარო : „ფორტუნა“

 

Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი
2020-05-24Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X