
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადების მეორე კერამ იფეთქა, რაც ებოლას ვირუსმა გამოიწვია. კერა ქალაქ მბანდკაში ფიქსირდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უკვე 6 შემთხვევაა გამოვლენილი. ცნობილია 4 გარდაცვლილის შესახებაც.
ახალი აფეთქების შესახებ პირველმა ადგილობრივი რადიოთი რეგიონის გუბერნატორმა ბობო ბოლოკო ბოლუმბუმ დღეს განაცხადა. მისი თქმით დაავადებულებისგან აღებული ნიმუშები გადაგზავნილია ქვეყნის ეროვნულ კვლევით ორგანიზაციაში მეორადი დადასტურებისთვის.
ლაბორატორიამ წარმოგვიდგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18 მაისის შემდეგ ყველა ლეტალური შემთხვევა ებოლამ გამოიწვია
– აცხადებს გუბერნატორი
ის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:
რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით. მისალმებისას ნუ ჩამოართმევთ ხელს. ნუ შეეხებით დაავადებულებს და გარდაცვლილებს, ვისაც ტემპერატურა, ან სისხლდენა ჰქონდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეტენი ლონგონდომ პრესკონფერენციაზე 4 ლეტალური შემთხვევა დაადასტურა.
ებოლას აფეთქებას Twitter-ზე განცხადებით ეხმაურება ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ალდანომ გებრეიესუსიც:
ეს აფეთქება არის იმის შეხსენება, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანისთვის. ჯანმო ჯანდაცვის სფეროში არსებულ საგანგებო შემთხვევბზე დაკვირვებას განაგრძობს.























