
Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
განახლებულ რეიტინგში პირველ ადგილზე „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია, რომლის შემოსავალიც წლიურად 126 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე მას კრიშტიანო რონალდო მოყვება, მესამეზე კი ნეიმარია.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება.
1. ლიონელ მესი („ბარსელონა“) – წლიური შემოსავალი 126 მილიონი დოლარი (ხელფასებიდან და ბონუსებიდან 92 მილიონი; სარეკლამოებიდან 34 მილიონი).

2. კრიშტიანო რონალდო („იუვენტუსი“) – წლიური შემოსავალი 117 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 70 მილიონი; კომერციულით 47 მილიონი).

3. ნეიმარი (პსჟ) – წლიური შემოსავალი 96 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 78 მილიონი; კომერციულით 18 მილიონი).

4. კილიან მბაპე (პსჟ) – წლიური შემოსავალი 42 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 28 მილიონი; კომერციულით 14 მილიონი).

5. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – წლიური შემოსავალი 37 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 24 მილიონი; კომერციულით 13 მილიონი).
/origin-imgresizer.eurosport.com/2020/09/12/2885520-59418408-2560-1440.jpg)
6. პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიუტედი“) – წლიური შემოსავალი 34 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 28 მილიონი; კომერციულით 6 მილიონი).

7. ანტუან გრიზმანი („ბარსელონა“) – წლიური შემოსავალი 33 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 28 მილიონი; კომერციულით 5 მილიონი).
8. გარეთ ბეილი (მადრიდის „რეალი“) – წლიური შემოსავალი 29 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 23 მილიონი; კომერციულით 6 მილიონი).

9. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის „ბაიერნი“) – წლიური შემოსავალი 28 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 24 მილიონი; კომერციულით 4 მილიონი).

10. დავიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – წლიური შემოსავალი 27 მილიონი დოლარი (ხელფასებით და ბონუსებით 24 მილიონი; კომერციულით 3 მილიონი).























