09:32 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მსოფლიოში კორონავირუსისგან 70 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსისგან 70 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან 70 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1 200 000-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 260 000-ს გასცდა.

 

Covid-19-ს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში ემსხვერპლა (15 887), მეორე ადგილზეა ესპანეთი (12 641), მესამეზე კი აშშ (9 132).

 

ინფიცირებულების რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ (337 620), მეორეზე ესპანეთი (131 646), მესამეზე კი იტალიაა (128 948).

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X