
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 471 ათასს, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი 21 000-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია ჩინეთში – 81 726 ადამიანი, შემდეგ იტალიაში – 74 386, აშშ-ში – 69 018, ესპანეთში – 49 515 და გერმანიაში – 37 323 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.






















