09:00 | 2020-05-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მილიონს გადასცდა

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მილიონს გადასცდა

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც თითოულ ქვეყანაში კოვიდ-19-ის სტატისტიკას სწავლობს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით 3.2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 233 000-ია.

 

დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 069 534 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 155 737-ია.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X