მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 150 948 ადამიანი გარდაიცვალა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიში, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულების რაოდენობას ითვლის.
ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიღუპა – 34,5 ათასი. მას შემდეგ მოდის იტალია – 22,7 ათასი, ესპანეთი – 19,6 ათასი, საფრანგეთი – 18,7 ათასი და დიდი ბრიტანეთი – 14, 6 ათასი.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულს შორის 3 პაციენტი გარდაიცვალა.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები უკვე ორ მილიონს გადასცდა, მათგან 563 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.






















